ისრაელში ტრაგედია დატრიალდა, დაიღუპნენ ბავშვები

ისრაელს თავს დიდი ტრაგედია  დაატყდა. იუდეის უდაბნოში უჩვეულო, შეუჩერებელი, დაგროვილი დიდი ნალექი დაიძრა. წყლის უზარმაზარმა ნაკადმა სკოლის მოსწავლეები იმსხვერპლა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 9 მოსწავლე.

ისრაელის ტრაგედია საქართველოში 2015 წლის 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის მსგავსად განვითარდა, როდესაც ქვეყნის დედაქალაქ თბილისში, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ  20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და ინფრასტრუქტურა დაინგრა.

მედიაცენტრი “მთავარი“ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და  ისრაელის მოსახლეობას.

მსგავსი თემები