“ისინი თავით ფეხებამდე ქართველები არიან” – როგორ გახდა გუგუშვილი გორჯესტანი  

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილების, ქეთევან და თეიმურაზ გორჯესტანების ნათესავი მაია გუგუშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ყვება ამბავს, თუ როგორ მოხვდა გუგუშვილების ოჯახი ირანში და რას ნიშნავს – გორჯესტანი ქართულად.

“მათთვის, ვინც მონდომებულია დაარწმუნოს საზოგადოება, რომ თეიმურაზ გორჯესტანი არის სპარსელი. გაგაცნობთ თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანების გვარის ისტორიას. XX საუკუნის დასაწყისში ბაბუაჩემის, მანუჩარ გუგუშვილის ძმა, ძუკუ გუგუშვილი, სხვა ქართველებთან ერთად ირანში სამუშაოდ გაემგზავრა. საქართველოს გასაბჭოების გამო, სამშობლოში აღარ დაბრუნდა და თეირანში დარჩა საცხოვრებლად. რადგან მას უფლება არ მისცეს გვარის შენარჩუნების, აიღო გვარი გორჯესტანი, ანუ საქართველოდან. ასე გახდნენ ძუკუ გუგუშვილის შვილები-მარიამი (მიმი), დიმიტრი და კოკი გორჯესტანები.

სწორედ კოკი გორჯესტანია თეიმურაზის და ქეთევანის მამა. კოკი ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოსტზე მუშაობდა და დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას. ის არის ეკონომისტი. 1990- იან წლებში, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, სწორედ მისი ავტორობით შეიქმნა საქართველის ლიბერალური ეკონომიკური პროგრამა, რომლის განხორციელებაც სამწუხაროდ არ დასცალდა საქართველოს ეროვნულ მთავრობას.

ზუსტად ვიცი სწორედ, მათი ეროვნულობა გაკარგვინებთ წონასწორობას, გაცოფებთ, ისინი თავით ფეხებამდე ქართველები არიან და რაც მთავარია საქართველოს მომავალზე გულშემატკივარი და მზრუნველი. სწორედ ამის გეშინიათ ნაცებს, რომლებიც არა თავისუფალ, არამედ დამონებულ, დაჩიავებულ საქართველოს შექმნით ხართ შეპყრობილი, რასაც ვერ ეღირსებით. ამას მე გეუბნებით, მაია გუგუშვილი“, – წერს იგი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები