ისანში ერთ-ერთ ქუჩას აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის, უშანგი სოფრომაძის სახელი მიენიჭა

ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩა და მასთან არსებული 3 შესახვევი, რომლებსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭა, ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

უმცროსი სერჟანტი უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას ის ტყვედ ჩავარდა. უშანგი (შმაგი) სოფრომაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ, სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის თქმის შემდეგ კი დახვრიტეს.

მსგავსი თემები