ირანიდან ბრიტანეთის ელჩს აძევებენ

ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს. როგორც ცნობილია ამის შესახებ ირანის სასამართლო სისტემის პრესსპიკერმა გოლამჰოსეინ ისმაილიმ განაცხადა. ირანის ხელისუფლებამ ბრიტანელი დიპლომატი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც დიპლომატი რობერტ მაკაირი თეირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე რამდენიმე საათით დააკავეს.

თეირანში პროსახელისუფლებო აქციის მონაწილეებმა ბრიტანეთის საელჩოსთან ბრიტანეთის ელჩის სურათი, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დროშები დაწვეს.

ირანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 11 იანვარს ხელისუფლებამ „უკრაინის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება აღიარა.

მსგავსი თემები