ირანში, უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ირანში უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. სააგენტო „ესოშიეთედ პრესის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა განაცხადა.

მანამდე, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანის სასამართლო სტრუქტურაში თვითმფრინავის ჩამოგდების გამოსაძიებლად სპეციალური სტრუქტურა შეიქმნება, რომელშიც მოსამართლეები და ათობით ექსპერტი შევა. მან თვითმფრინავის ჩამოგდებას უპატიებელი შეცდომა უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო

„ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ამ გამოძიებას“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები