ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მაშტაბით საარჩევნო უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა.

ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათამდე გაგრძელდება. დეპუტატებს პირდაპირი და ფარული წესით ოთხი წლის ვადით ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 15 000 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, მათგან 7 296 -ის დისკვალიფიკაცია მოხდა.

არჩევნების დაწყებამდე განცხადება გააკეთა ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ. მან მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. ქვეყნის სულიერი ლიდერის თქმით, არჩევნები „რელიგიური მოვალეობაა“, რაც ირანის ეროვნული ინტერესების გარანტია.

მსგავსი თემები