ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 987 ადამიანი დაინფიცირდა

ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 138 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში

​კორონავირუსს 3 036 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსით ქვეყნის მაშტაბით 2 987 ადამიანი დაინფიცირდა. საერთო ჯამში ირანში ვირუსის დიაგნოზი 47 593 ადამიანს დაუსვეს.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 3 871 ადამიანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია, 15 473 კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები