ირანის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა

როგორც The Independent-ი ადგილობრივ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურებულია დაავადების 593 შემთხვევა.

თუმცა BBC ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე არსებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 210 ადამიანი გარდაიცვალა. 25 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შესაძლოა ირანმა კორონავირუსთან დაკავშირებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალა.

მსგავსი თემები