„ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, მას ჩემი სრული ნდობა ჰქონდა“ – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი ყოფილ მთავარ პროკურორს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას უწუნებს და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ის არ უნდა გადამდგარიყო.

„მთავარი პროკურორის შერჩევაში 2015 წლიდან ვმონაწილეობ და ერთადერთი მთავარი პროკურორი, რომელიც რეალურად შევთავაზე მთავრობას და პარლამენტს, ეს იყო ირაკლი შოთაძე.  მე მის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ვინაწილებ და ვფიქრობ, რომ ის არ უნდა გადამდგარიყო“- აცხადებს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიებასაც იხსენებს და ამბობს, რომ არავინ არავის ხელს არ აფარებდა.

„გამოძიებაში, იმ ეტაპზე რაც მტკიცებულებებიც არსებობდა, არავინ არავის ხელს არ აფარებდა.  ეს აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი არგუმენტებია. მე მის საქმიანობას ყოველთვის ვხედავდი და მას ჩემი პირადი ნდობა ჰქონდა. ეს არის ჩემი პოზიცია. ის არის ადამიანი, რომელმაც შესძლო 8 გამომძიებლით  45 მილიონის ღირებულების ქონება დაებრუნებინა ყოფილი ხელისუფლების პირობებში წართმეული ადამიანებისთვის. ეს ადამიანი ძალიან ბევრს შრომობდა მწირი რესურსით სამართლიანობის აღდგენის გზაზე.  მის პირობებში გამოიძიეს „კასრების საქმე“ და  104-ზე მეტი მსჯავრდებულია ამ საქმეზე. ამას ყველაფერს თავი მოუყარა მწირი რესურსით“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები