“ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პიროვნება და ღირსეული პროფესიონალი” – გიორგი გახარია

„კანდიდატებიდან მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს და შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმა და პასუხისმგებლობის აღება,“- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შესახებ მედიის მიერ დასმულ შეკითხვას.

პრემიერის თქმით, გენერალური პროკურორის კანდიდატს გარკვეული დროის შემდგომ უკვე საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს და იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია.

„ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა შოთაძის კანდიდატურის შეფასებისას.

მსგავსი თემები