ირაკლი ღლონტს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს დაკითხავენ

პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალური მდივანი, ირაკლი ღლონტი 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს მისცემს.

როგორც ღლონტი ამბობს, ის სასამართლოში დღეს 17:30 საათზე დაიკითხება.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე. დაკითხვაზეა დაბარებული მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ბაჩუკი ქარდავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

მსგავსი თემები