ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახედ ოქრუაშვილის მიმართ წინასწარ პატიმრობას ითვალისწინებს.

საჩივრის გარდა, მათ ყველა ის მტკიცებულება წარადგინეს, რომელიც დაცვის მხარეს ოქრუაშვილის უდანაშაულობის დასაბუთების მიზნით აქვს მოპოვებული.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

შეფარდებული პატიმრობის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები