“ირაკლი კობახიძე ჩემთვის უკვე გადაყენებულია” – გედევან ფოფხაძე

დამოუკიდებელი დეპუტატის, უმრავლესობის ყოფილი წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა, აქტუალური არ არის, თუმცა შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს.

დეპუტატის თქმით, ირაკლი კობახიძე ყველაფერს აკეთებდა, რომ იმ ადამიანების პოზიცია გაეძლიერებინა, რომლებიც მოსამართლეთა სიას ლობირებდნენ.

„ბოლო პერიოდში კობახიძე მიზანმიმართულად ცდილობდა, რომ მოსამართლეთა სია გასულიყო. არ მგონია, მისი თანამდებობიდან გადაყენება აქტუალური იყოს, მაგრამ შეიძლება, დროთა განმავლობაში დღის წესრიგში დადგეს. ჩემთვის უკვე გადაყენებულია, მას თავმჯდომარედ არ ვთვლი. ჩემთვის მიუღებელია მისი პოლიტიკური, მორალური, ადამიანური ქცევა და დამოკიდებულება პარლამენტისა და კოლეგებისადმი. ამ ადამიანმა თავი ისე წარმოაჩინა, რომ კითხვებიც აღარ მაქვს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

როგორც დეპუტატი ამბობს, კობახიძის მიმართ პიროვნული წყენაც აქვს, რის შესახებაც მოგვიანებით იტყვის.  

მსგავსი თემები