“იდეალური იქნება, რომ ეკლესიაში არავინ არ მივიდეს სასულიერო პირების გარდა” – სოზარ სუბარი

“იდეალური იქნება, რომ ეკლესიაში არავინ არ მივიდეს სასულიერო პირების გარდა. ამ გზით წავიდა ძალიან ბევრი ეკლესია, რომელთაც თვითაკრძალვა დაიწესეს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში, მაგრამ თუ ეკლესიაში მივლენ უნდა იყოს დაცული დისტანცია და შესრულდეს კომენდანტის საათით განსაზღვრული შეზღუდვები.

„ჩვენი მსგავსი შეზღუდვებიც გატარდა და ამის მაგალითი არის ბულგარეთი. საქართველოში ნებადართულია, მაგრამ სასურველია რომ არ მივიდეს მრევლი. ეს არ ეხება მართლმადიდებელ ეკლესიას, ეს ეხება ყველა ეკლესიას. გასულ კვირას აღდგომა ცარიელ კათოლიკურ ტაძარში ჩატარდა. ასევე ლუთენარულში და ბაპტისტურში, მაგრამ მრევლი მივიდა სომხურ ეკლესიაში. ეს არის მათი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა სუბარმა.

მსგავსი თემები