იპოდრომზე გამართულ აქციაზე “გირჩის” წევრები დააკავეს

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ორი მოქალაქე დააკავეს.

როგორც სამართალდამცველემა აღნიშნეს, მათ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის აკავებდნენ.

ამასთან, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პოლიტიკური გაერთიანების რამდენიმე წევრი და აქციის მონაწილეთა ნაწილი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც მათ განუმარტეს, განყოფილებაში მათი იდენტიფიცირება და დაჯარიმება მოხდებოდა საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების დარღვევისთვის.

თავად ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათი შეკრება აქცია-სეირნობა იყო.

აქციის მონაწილეები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვდნენ.

მსგავსი თემები