„ინფიცირებულ დედის რძეში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა“ – თამარ ობგაიძე

„პირველი რისიც ეშინიათ ამ სიტუაციაში, ხომ არ არის საშიში ძუძუთი კვება – ძუძუთი კვება ეს არის საუკეთესო იმუნიზაცია“ – ამის შესახებ პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა თამარ ობგაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

თამარ ობგაიძის ინფორმაციით თუ დედა ინფიცირებულია ძუძუთი კვება სახიფათოდ მაინც არ ითვლება. ობგაიძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციებზე საუბრობს.

„არ არის საჭირო ძუძუთი კვების შეწყვეტა, ამაზე საუბრობს გაეროს ბავშვთა ფონდიც. ჯერჯერობით არ არის დადგენილი ინფიცირებულ ქალის რძეში კორონავირუსი. იყო შემთხვევა, როდესაც დაინფიცირებულ ჩვილის დაუდგინდა ვირუსი, მაგრამ ეს გადადება სავარაუდოდ მოხდა მშობიარობის პროცესში და არა ძუძუთი კვებით. რაც მთავარია, უნდა იყოს ჰიგიენის წესები დაცული, ინფიცირებულმა დედამ უნდა იბანოს ხშირად ხელები და გაიკეთოს ნიღაბი. ჯერ არსად დაფიქსირებული დაინფიცირებულ დედის რძეში კორონავირუსი.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება


მსგავსი თემები