“ინფიცირების შემთხვევები კიდევ მოიმატებს, უბრალოდ აღდგომის დღეებში მოსახლეობა ნაკლებად აქტიური იყო” – თენგიზ ცერცვაძე

“დარწმუნებული ვარ, რომ ინფიცირების შემთხვევები კიდევ მოიმატებს, ეს უბრალოდ აღდგომის დღეებში მოსახლეობა ნაკლებად აქტიური იყო”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ათეულით მოიმატებს.

“მგონია, რომ რაოდენობა კიდევ მოიმატებს, მაგრამ არა ასეულებით, არამედ რამდენიმე ათეული შემთხვევით, როგორც ვპროგნოზირებდით. ქვეყანაში ეკონომიკური რეცესიაა მოსალოდნელი და შემდეგ უკვე იმის აწონ-დაწონა, თუ რომელი უფრო მძიმე ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ავადმყოფთა რაოდენობა თუ ეკონომიკური რეცესია. ეს ძნელი სათქმელია. მე ვისურვებდი, რომ 2-3 კვირა არ შემსუბუქდეს ზომები იმიტომ, რომ ჩვენ ახლა დავიჭირეთ ძალიან კარი მომენტი. არც ახლა გვაქვს ამ შეზღუდვების იდეალურად მკაცრი შესრულება, თქვენ ხედავთ, რომ რამდენიმე ადამიანი მაინც იკრიბება, მაგრამ მაინც დავიჭირეთ მომენტი, როდესაც რეალურად ხელს ვუშლით დაავადების გავრცელებას. მე არ ვისურვებდი, რომ ეს შეგვერბილებინა. ან თუ შერბილება მოხდება, პარალელურად უნდა ამაღლდეს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები