ინფექციურ საავადმყოფოში 11 ახალი პაციენტი მოათავსეს

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან 11 ახალია, როგორც კლინიკაში აცხადებენ,  მათ ჩაუტარდათ ლაბორატორიული და რენდგენოლოგიური კვლევები და მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღენიშნათ, მათივე ინფორმაციით, რამდენიმე პირი იტალიიდანაა ჩამოსული.

“აღენიშნებათ ტემპერატურის მატება 37 გრადუსამდე, აქვთ მსუბუქად ყელის ტკივილი და მშრალი ხასიათის ხველა, სხვა სერიოზული ჩივილები კი არ უფიქსირდებათ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ კლინიკაში.

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ასევე დამაკმაყოფილებელია იმ პაციენტების მდგომარეობა, ვისაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

„ამ ეტაპზე მათ გართულებები არ აქვთ და იმყოფებიან მონიტორინგისა და კვლევის ფაზაში, აღენიშნებათ დაბალი, 37,3 გრადუსამდე ტემპერატურა. კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გართულებებს არ ველოდებით“, – აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

მსგავსი თემები