ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 7 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 7 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამჟამად ბავშვი კლინიკაში რჩება და მას მედიკოსები მკურნალობას სეზონურ გრიპზე უტარებენ.

ლუგარის ლაბორატორიაში კვლევისთვის კლინიკიდან 6 პაციენტის ანალიზებია გაგზავნილი და პასუხებს დღის ბოლომდე ელოდებიან.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

მსგავსი თემები