ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კორეის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცინცაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კორეის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ცერცვაძის ინფორმაციით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტს რესპირატორული ინფექცია აღენიშნებოდა და ის შესაბამის მკურნალობას ბინაზე განაგრძობს.

კორეელი მამაკაცი საქართველოში სამშაბათს ჩამოვიდა და მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

ამ დროის მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის შესაძლო სიმპტომებით სულ 16 პირმა მიმართა.

მსგავსი თემები