ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი პაციენტი საბურთალოს კლასტერიდანაა

ამ ეტაპზე გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა, გუშინ ორი დადასტურებული პაციენტი შემოგვემატა და ეს არის ჩვენთან მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ოჯახის წევრი, „საბურთალოს კლასტერი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ კლინიკა უკვე დატოვეს. მძიმე პაციენტები ამ ეტაპზე აღარ გვყავს. ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობს და მცირე რაოდენობით მსუბუქი მიმდინარეობით“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები