ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რამდენიმეს პირველადი ტესტის პასუხი კი უარყოფითია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რამდენიმესთან კი პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია.

ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსისგან 48 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 71.

„დღეს დილას როგორც ვთქვით 306 დადასტურებული შემთხვევაა, ჯერჯერობით უცვლელია. ახალი შემატებული პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს.  12 პაციენტთან ჩავატარეთ ტესტირება, პირველადები ყველა უარყოფითი იყო და განმეორებითი ჩატარებული გამოკვლევებით ორ პაციენტტან უკვე განმეორებით მივიღეთ უარყოფითი პასუხი.  კიდევ ორი პაციენტი გამოგვიჯანმრთელდა, რამდენიმესთან კი პირველ ეტაპზე უარყოფითია და გავიმეორებთ 24 საათში“ , – განაცხადა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები