ინფექციურში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს – ის, სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომელია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც, სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომელია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტს ტემპერატურა და სხვა სიმპტომები აღენიშნება და ის ამ დროისთვის კვლევებისთვის ემზადება. 

„ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს პაციენტი. სავარაუდოდ აეროპორტის თანამშრომელი. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას აქვს ტემპერატურა, რესპირაციული სიმპტომები, სურდო, ხველა, ყელის ტკივილი. აღებულია პირველადი კვლევები, გაუკეთდება რენტგენი, ემზადება კვლევებისთვის. თუ არ ვცდები, გადმოყვანილია აეროპორტიდან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როდის იქნება ბოლოს შეყვანილი პაციენტების ანალიზების პასუხები, უცნობია.

მსგავსი თემები