ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წყალი ჩამოვიდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში, ინტენსიური წვიმის დროს ჩასულმა წყალმა ინფრასტრუქტურის, დოკუმენტაციისა და სამედიცინო აპარატურის ნაწილი დააზიანა.

კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორის შოთა გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია შენობის ნახევარი, ინვენტარი, პაციენტების ისტორიები, წყალი ჩავიდა ლაბორატორიაში, სადაც სხვადასხვა ვირუსზე, მათ შორის კორონა ვირუსზე კვლევები ტარდება.

როგორც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები აცხადებენ, კლინიკის მფლობელმა კომპანია „ავერსმა“ ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, გადახადა ნახევარი სახურავი და მოგვიანებით, როდესაც კლინიკამ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მიიღო, მას ბრეზენტი გადააფარა.

მსგავსი თემები