ინდოეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინი გამოაცხადეს

ინდოეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა. საყოველთაო კარანტინი ადგილობრივი დროით შუაღამით ამოქმედდება და 21 დღეს გაგრძელდება.

„თქვენი სახლებიდან გასვლაზე სრული აკრძალვა დაწესდება“, – განაცხადა ქვეტნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდა მოდიმ.

ინდოეთში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა, კორონავირუსით ინფიცირების 482 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია ცხრა ადამიანი.

მსგავსი თემები