ინდიკატორი არა სქესი, არამედ ჭკუა, გონება და გამოცდილება უნდა იყოს – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, ქალთა სავალდებულო ქვოტირებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ინდიკატორად არა სქესი, არამედ, ჭკუა, გონება და გამოცდილება უნდა იქნას გამოყენებული. ასეთი ქვოტირებით მათ არა თუ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვაყენებთ, არამედ, პირიქით, შეურაცხვყოფთ.

„უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ მანდილოსნების მიმართ, მაგრამ, ვფიქრობ შეურაცხმყოფელია, როდესაც მათ წინასწარ დაჯავშნულ ადგილებს ვთავაზობთ. ისინი არაფრით ჩამორჩებიან საპირისპირო სქესს. იმისათვის რომ პარლამენტში და არამარტო პარლამენტში მოიპოვონ საკუთარი ადგილი, მათ არ სჭირდებათ წინასწარ ხელოვნური დაგეგმარება”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
​მისი აზრით, ადამიანის ჭკუა, გონება და გამოცდილება უნდა იყოს გათვალისწინებული პარლამენტშიც, მთავრობაშიც და ყველგან. მით უმეტეს იქ, სადაც მაღალი პასუხისმგებლობაა და სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, რომელიც თანაბრად ეხება ქალებსაც და კაცებსაც.

მსგავსი თემები