ინაუგურაცია ფეხზე დგომით ჩატარდება

პატრიარქის, შშმ პირებისა და ხანდაზმულების გარდა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგირაციაზე ყველა ფეხზე იდგება. როგორც საინაუგურაციო კომისიის თავმჯდომარე კახა კახიშვილი აცხადებს, ლოკაცია, სადაც ინაუგირაცია ტარდება, სხვა შესაძლებლობას არ იძლევა.

„ვინაიდან, ლოკაცია არ იძლევა საშუალებას, რომ გაშლილად ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, ცერემონიის პროცესი შეიცვალა და ყველა იდგება ფეხზე. გამონაკლისი კათოლიკოს-პატრიარქი, შშმ პირები და ხანდაზმულებია. ნამდვილად არ გვინდოდა, ისე გამოსულიყო, რომ მთავრობის წევრები სხედან და სხვები დგანან. თავიდან, 800 სტუმარი იყო დაგეგმილი, დღევანდელი ინფორმაციით, კი ინაუგურაციის პროცესში 1800-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობა “, აღნიშნა კახა კახიშვილმა

დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ერეკლე მეორის სასახლეში ჩატარდება და 40 წუთს გაგრძელდება.

მსგავსი თემები