იმ შვილმკვდარი მამის გვერდით ვერ დავდგებით, სადაც “ნაციონალები” დირიჟორობენ – გულიკო გამცემლიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის დედა, გულიკო გამცემლიძე აცხადებს, რომ დღეს, ყველა შვილმოკლული მშობლის ადგილი პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზეა, მაგრამ თავად ვერ მივა იმ აქციაზე, საიდაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დირიჟორობენ და საზოგადოებას თითს უქნევენ.

​როგორც გულიკო გამცემლიძემ დღეს, მედიაცენტს “მთავარის” პორესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ზაზა სალარიძის აქციას პოლიტიკური სარჩული აქვს, რისი წინააღმდეგიც არის თავად.

​ვინაიდან პოლიტიკური სარჩული აქვს ამ ყველაფერს, წინააღმდეგი ვარ ზაზა სარალიძეს დავუდგეთ გვერდით. ჩვენ შვილმოკლული მშობლები თავს ვალდებულად მივიჩნევდით, ამ ტკივილის შემდეგ მის გვერდით ვყოფილიყავით, მაგრამ იქ სადაც “ნაციონალური მოძრაობა” თითს გვიქნევს, ჩვენ ვერ დავდგებით. გვაპატიოს ზაზა სარალიძემ, თუ კუპრავასნაირი დირიჟორები იქ არ იქნებიან, მის გვერდით ყველა შვილმოკლული მშობელი გაჩნდება”, – აცხადევს გულიკო გამცემლიძე.

მისივე შეფასებით, ​კუპრავას “დირიჟირობა” ქვეყნის გადატრიალებისკენ არის მიმართული, ის პოლიტიკურს სარჩულს უდებს ამ ყველაფერს.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთი წუთით უკან არ დავიხევდით, დღეს იმ აქციაზე ვიქნებოდთი, თუ იქ “ნაციონალები” არ იქნებიან. დამნაშავედ ვგრძნობ თავს, იქ რომ არ ვდგავარ. იქ “ნაციონალები” რომ არ იყვნენ, მოკლული შვილის მამა პროცესებს სულ სხვა მიმართულებით წაიყვანდა”, – აცხადებს გულიკო გამცემლიძე.

მსგავსი თემები