„იმ სახელმწუფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის გეგმებსა და განცხადებებს შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ ეს ის ხალხია, ვინც საზოგადოებამ პოლიტიკურ ნაგავზე მოისროლა.

„მათი განცხადებები სასაცილოა. ეს გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გაისროლა და გაუშვა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი, ასე რომ ვთქვათ, დესტრუქციული ქმედებები, ეს საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით იმას, რომ სურვილია ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება, საუბრობდნენ დამხობაზე. ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს რა. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი დაანებონ, თორემ ყველას, ყველს მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისთებან.

მსგავსი თემები