„იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა“ – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ქართული ენის სიწმინდესა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, სამწუხაროდ, დღეს ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. მისივე თქმით, როცა საშიშროება ელოდება ჩვენს ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება,

“დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული ხსენება ქართული ენისა. იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ბედნიერი ვართ იმით, რომ როცა საშიშოება ელოდება ჩვენს ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ღმერთმა მოგვცეს ერთი სული და ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება, რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი”,- ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა ქადაგების დასრულების შემდეგ დეკანოზი ნოდარ ქათამაძე მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ასევე დალოცა თბილისის 47-ე სკოლა და რუსთავის მე-17 სკოლის ჩოხოსნები.

მსგავსი თემები