“იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც ატყდა წინა შეწყალებაზე, მინდა დრო დავფიქრდე, რომ შეცდომა არ დავუშვა” – პრეზიდენტი მამა გიორგი მამალაძეზე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალებას  დეკანოზი გიორგი მამალაძის გარდა, ბევრი მსჯავრდებული ელოდება. მისი თქმით, მას საქმეების შესწავლა სჭირდება, რათა შეცდომა აღარ დაუშვას.

“ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ არის ინტერესი მხოლოდ ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება რა იქნება ამ კუთხით და მე მგონი, რომ არ არის სამართლიანი მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაკავებული. რამდენიმე ასეული მომართვაა პრეზიდენტთან შემოსული”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების სრული უფლება ჰქონდა. მისი თქმით, მორატორიუმი შეწყდება მაშინ, როდესაც ის ყველა საქმეს შეისწავლის.

“უნდა ვიმუშაოთ და დავასრულოთ ახალი წესები, შემდეგ უნდა გამოვცე ბრძანება, უნდა შევუდგე საქმეების შესწავლას. მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემეჩერებინა, რისი სრული უფლება გამაჩნია, ამ შეჩერებას შევაჩერებ, როგორც კი მე ვიქნები მზად, მექნება შესწავლილი ყველა ის საქმეები, რომელიც საჭიროა. იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც ატყდა წინა შეწყალებაზე, ალბათ გამიგებთ, რომ მინდა დრო, დავფიქრდე რომ არანაირი შეცდომა არ დავუშვა, რომელიც საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდება,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები