“იმ ადამინებთან დგომა, რომლებიც კასრების ჩანაწერების ავტორები არიან, უხერხულია” – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო თავისი მოქალაქეების მიმართ ლოიალური უნდა იყოს.

მისივე თქმით, საპროტესტო აქცია დემოკრატიულ ქვეყანაში უცხო არ არის, თუმცა უხერხულია იმ ადამიანებთან ერთად დგომა, რომლებიც კასრებში აღმოჩენილი ჩანაწერების ავტორები არიან.

ამასთან, გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს მხარდამჭერები საყვედურობენ, გაცილებით მკაცრები ყოფილიყვნენ და რეალობა ხალხისთვის ნათლად ეჩვენებინათ.

„ქვეყანა, სახელმწიფო უნდა იყოს ლოიალური თავისი მოქალაქეების მიმართ და არც საპროტესტო აქცია არ არის ახალი ევროპული დემოკრატიისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამინებთან ერთად  დგომა, რომლებიც ავტორები არიან კასრების ჩანაწერების, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს აღმოვაჩინეთ, არის ძალიან უხერხული, განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან. ეს ერთი და მეორე თემა, ჩვენი მომხრეებისგან საყვედურს ვიღებთ, რომ სწორედ ეს კასრების ჩანაწერები და ყველა რეალობა ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა,  გაცილებით უფრო მკაცრები უნდა ვყოფილიყავით. ესეც არის საგულისხმო, თუმცა მე მაინც იმ პოლიტიკას ვუჭერ მხარს, რაზეც თუნდაც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ამასწინათ“ ,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები