იმუნიტეტი არ უნდა გახდეს ინდულგენციის საშუალება

პარლამენტის წევრის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა შეეცადა არ ყოფილიყო რაიმე უთანასწორობა პარლამენტარსა და რიგით მოქალაქეს შორის, როდესაც პროკურატურის მიერ საქმე შევიდოდა სასამართლოში

,,ამ მოცემულობით, ჩვენ ვიღებთ სურათს, როდესაც ხელისუფლების ორ შტოს შორის გადანაწილებული ფუნქციები სწორად რეალიზდება. სასამართლოს ორივე ინსტანციის გადაწყვეტილებამ დაადასტურა ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტი არ იძლევა პატიმრობის დადგენილებას, არამედ ის პროკურატურის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე იძლევა საშუალებას, პარლამენტის წევრი სტატუსით ჩვეულებრივ მოქალაქეს გაუთანაბრდეს, იმისათვის რომ იმუნიტეტი არ გახდეს ერთგვარი ინდულგენციის საშუალება“  – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.  

მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, შესაძლებელი გახდა ორ სახელისუფლებო შტოს, პრაქტიკაში, სწორად მოეხდინა საკუთარი ფუნქციების რეალიზება.

,,მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაუმატა ელექტრონული მონიტორინგი. თუ ვინმე სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას გეგმავს ეს მისი როგორც მოქალაქის და მით უფრო, პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა, რომელზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხი იქნება გაცემული“  – განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები