“იმის თქმა, რომ 20 ივნისს მხოლოდ მოქალაქეები იყვნენ მართლები და პოლიციელებმა დააშავეს, არ შეიძლება” – ვახტანგ გომელაური

“იმის თქმა, რომ 20 ივნისს მხოლოდ მოქალაქეები იყვნენ მართლები და პოლიციელებმა დააშავეს, არ შეიძლება”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, იქნება ეს მოქალაქე, თუ პოლიციელი, ყველამ პასუხი უნდა აგოს. 

“20 ივნისს რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. დაზარალდნენ როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. 80-ზე მეტი პოლიციელი მეორე დღეს საავადმყოფოში იწვა და მკურნალობდა, ასევე ერთ-ერთმა პოლიციელმა საერთოდ მხედველობა დაკარგა და მეორეს მხედველობის რაღაც პროცენტები დარჩა. ძნელი იყო კონტროლირება. რომ დამთავრდება ყველაფერი, მერე ადვილია თქმა, ეს ასე რატომ ქნეს, ისე რატომ არ ქნეს. პროკურატურა და სასამართლო არსებობს. აუცილებლად პასუხი უნდა აგოს ყველამ.

​იმის თქმა, რომ მარტო მოქალაქეები იყვნენ მართლები და პოლიციელებმა დააშავეს, არ შეიძლება. ის ადამიანები იქ იდგნენ და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, რიგითიდან დაწყებული, მინისტრით დამთავრებული. მართლა დაიცვეს სახელმწიფოებრიობა. ალბათ, 20 წლით უკან გადავარდებოდა მთელი ქვეყანა. ხაზს ვუსვამ, ძალიან კარგად გააკეთეს ყველაფერი, შეცდომები და გადაცდომები იყო. აქედან გამომდინარე, დაკავებულებიც არიან, მიუსაჯეს, გაასამართლეს პოლიციელებიც და თუ კიდევ იქნება გადაცდომები, მომხრე ვიქნები, რომ დარღვევის შემთხვევაში დაისაჯოს ყველა, მოქალაქე იქნება, თუ პოლიციელი. ოღონდ არა ისე, რომ ყოველთვის მარტო პოლიციელია მტყუანი და მოქალაქეა მართალი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები