„იმისთვის რომ ცალკეული ევროპული ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდეს, მთავრობა ეროვნულ გადამზიდავ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს” – გიორგი გახარია

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენიო დიპლომატიური კორპუსი მუშაობს ეფექტურად,  მათი ძირითადი ამოცანა ამ ხალხის იდენტიფიცირება და მათ ყოველდღიური პრობლემებით დაინტერესებაა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ცალკეული ევროპული ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდეს, მთავრობა ეროვნულ გადამზიდავ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობს.

„დღეის მდგომარეობით ყველა ამ ქვეყანაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატიური კორპუსი მუშაობს ეფექტურად. მათი ძირითადი ამოცანა ამ ხალხის იდენტიფიცირება და მათ ყოველდღიური პრობლემებით დაინტერესებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ ხალხის კონსოლიდირებულად, ცალკეული ევროპული ქალაქებიდან გამოყვანა, ჩვენ ამისთვის ვთანამშრომლობთ ეროვნულ გადამზიდავ ავიაკომპანიასთან. ყველას წარმოგვიდგენია რას ნიშნავს გლობალური ავიაკომპანიების მიერ რეისების, ფრენების შეჩერება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც უცხოეთში იყო უბრალოდ ფიზიკურად ეზღუდება შესაძლებლობა სამშობლოში დაბრუნდეს“ – განაცხადა გიორგი გახრიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, იქ სადაც ფიზიკური შესაძლებლობა იქნება, დამატებითი ჩარტერული რეისების დანიშვნა იგეგმება.

„ყველა ქვეყანა თავისებურად ებრძვის ამ გამოწვევას, რა თქმა უნდა ჩვენ, ამასთან ერთად ისიც გვესმის, რომ საქართველოში ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა დღეს დარჩენილი და ჩვენი პასუხისმგებლობაა მათზე ვიზრუნოთ ისევე, როგორც ჩვენ დარწმუნებული ვართ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც დარჩნენ მათ ქვეყნებში ასევე იზრუნებენ, მაგრამ იმ მოქალაქეებს , რომლებსაც ექნებათ ამის სურვილი ჩვენ ევროპის გარკვეული ქალაქებიდან რა თმა უნდა ორგანიზებულად გამოვიყვანთ.  იქნება დამატებითი ჩარტერული რეისები, ეს რეისები იგეგმება ყველა იმ მიმართულებით, სადაც ამის ფიზიკური შესაძლებლობა იქნება იმიტომ, რომ ბევრმა დედაქალაქმა უბრალოდ აეროპორტები დახურა. ჩვენ ახლა ვფიქრობთ ბერლინზე, ამსტერდამზე და კიდე რამდენიმე მიმართულებაზე, საიდანაც ორგანიზებულად გვინდა ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები