“იმისთვის, რომ ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით, ჩვენ ვაცხადებთ სრულ ღიაობას” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე იმ ვითარებაზე საუბრობს, რამაც პანდემიის პირობებში არჩევნებზე შესაძლოა იმოქმედოს. მდინარაძე ხელისუფლების აცხადებს, რომ ხელისუფლება მზადაა ნებისმიერ დაინტერესებულ პირთად აღნიშნულ თემაზე იმსჯელოს.

„შემოდგომაზე თუ გვექნა მოცემულობა, რომ მსოფლიოში იქნება პანდემიის ახალი, მეორე ტალღა და ეს აისახა ჩვენს ქვეყანაზეც, ჩვენ, ისევე როგორც მაგალითად ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესრულების ნაწილში, სამუშაო ჯგუფში ვმსჯელობთ ამ თემაზე.

 მზად ვართ, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ეს იქნებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომადგენლები თუ შესაბამისი დარგის სპეციალისტები, რომლებიც ძალიან კვალიფიციურ დახმარებას გაგვიწევენ ამ ნაწილში, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების ჩატარების გარანტიას და მოდელის დახვეწას, რომელიც შეიძლება პროექტის შემოთავაზების სახითაც მივიღოთ, ან ჩვენ შევთავაზოთ კონკრეტული გეგმა და ამის მოდიფიცირება, დახვეწა შევძლოთ საბოლოო ჯამში. ყველაფერი ეს მიმართული იქნება იმისკენ, რომ ჩვენ გარანტირებულად შევძლოთ, ისევე როგროც ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, შესაბამის თარიღში არჩევნების ჩატარება და აღსრულება ამ მიზნის. ჩვენ მზად ვართ, რომ გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხზე, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს და მივიღოთ სპეციალისტების რჩევები, ასევე მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე არასმთავრობო სექტორის.

 იმისთვის, რომ ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით, ჩვენ ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით. არანირი პრობლემა აქ არ არის. მე ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და მოესწროს ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ დანარჩენი რაც შეეხება რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით ჩატარდეს არჩევნები, ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელთან სამსჯელოთ მზად ვართ და ღია ვართ”, – განაცხადა მდინარაძემ.

.

მსგავსი თემები