“იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ კონსტიტუციურ ცვლილებას” – გიორგი კახიანი

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომლებიც არიან პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები, ასევე, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, მხარს დაუჭერენ კონსტიტუციურ ცვლილებას,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი 22 მაისის შემდეგ ცვლილებების განხილვას დაიწყებს და პროცესი ივნისის ბოლომდე დასრულებული იქნება.

„მიზეზი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილბების განხილვას ხელს უშლიდა, იყო საგანგებო მდგომარეობა, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა 22 რიცხვის შემდეგ აღარ გაგრძელდება, პარლამენტი გააგრძელებს კონსტიტუციური ცვლილებების განხილვას. რა თქმა უნდა, თავიდან დასრულდება ის ეტაპი, რომელსაც ჰქვია საყოველთაო სახალხო განხილვა და შემდგომ მოხდება პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა. შეიძლება ითქვას, რომ ივნისის ბოლომდე იქნება შესაძლებელი კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებები დავასრულოთ. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომლებიც არიან დამოუკიდებელი წევრები პარლამენტის, ასევე, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ კონსტიტუციურ ცვლილებას. ასეთ შემთვევაში შესძლებელი იქნება კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება „ნაციონალური მოძრაობისა“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრების გარეშეც. თუმცა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნება მათზე, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი ხმების გარეშეც განვახორციელებთ და ეს ერთ რამეზე მიუთითებს, რომ ქვეყნის წარმატება და ქვეყნისთვის მნიშნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მათთვის არ არის სასურველი,“- განაცხადა კახიანმა.

კახიანი ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის პოზიციას და განაცხადა, რომ ის უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე ვერ აისახება.

„ბატონი კახას მხრიდან ასეთი პოზიცია იყო თავიდანვე იყო ცნობილი. შეიძლება ითქვას, რომ ის თავიდანვე აცხადებდა, რომ არ აპირებდა ამ ცვლილებების მხარდაჭერას, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლესობის მხრიდან ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს ექნება მხარდაჭერა. ჩვენ ვართ იმ შეთანხმების ერთგული, რომელსაც საზოგადოების წინაშე ხელი მოვაწერეთ და რა თქმა უნდა, ამ ცვლილებებს აუცილებლად მხარს დავუჭერთ. ერთი წევრის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ვერ აისახება ვერანაირად უმრავლესობის პოზიციაზე და გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა კახიანმა.

მსგავსი თემები