“იმედი მაქვს, როგორც დღეს არ ზის არც ერთი „ნაციონალი“ სხდომათა დარბაზში, ასევე არ იჯდება შემდეგ პარლამენტში” – ირაკლი კობახიძე

“ორი კვირის განმავლობაში „ნაციონალურმა“ მოძრაობამ თავისი განშტოებებით საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ანტიეროვნულმა პოლიტიკურმა ძალამ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე ოპოზიციური პარტიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი „უნიათო და დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია“.

„გასული ორი კვირა იყო ლუსტრაციის. ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად ლუსტრირებული ოპოზიცია. ერთ მხარეს იდგნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეორე მხარეს უწოდებს რუსეთის აგენტებს, პრორუსებს და ა.შ. მეორე მხარეს იდგნენ ძალები, რომლებსაც ის მხარე უწოდებს ძალადობრივ და დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიებს. წარმოიდგინეთ, რომ ეს ორი ძალა იდგა ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ, ამაზე უკეთეს ლუსტრაციას ბუნებრივია ჩვენ ვერ ვინატრებდით. გრძელდება ლუსტრაცია და ეს გაგრძელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში. ოპოზიციამ საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც აბსოლუტურად დესტრუქციულმა და უნიათო ძალამ, ასეთი უნიათო და დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია და იმედია, არც მომავალში ეყოლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის იმედოვნებს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად კვალიფიციური და კეთილსინდისიერი პოლიტიკური პარტიები დაიკავებენ ადგილს.

„ჩვენ, მათი დღის წესრიგით ბუნებრივია ვერ ვიცხოვრებთ, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც უნდა მოქმედებდეს და ხელისუფლებაც იმოქმედებს ისე, როგორც მართებს ხელისუფლებას მოქმედება. დი
დი იმედი მაქვს, რომ როგორც დღეს არ ზის არც ერთი „ნაციონალი“ სხდომათა დარბაზში, ასევე არ იჯდება არც ერთი „ნაციონალი“ არც შემდეგ პარლამენტში და მათ ადგილს დაიკავებენ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, ეროვნულ და დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, ამ ფასეულობების მატარებელი პარტიები და მათი წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები