“იმედენად ბევრი პაციენტი გვყავდა, დასაწოლი კი არა, დასაჯდომიც არ გვქონდა” – დავით გადელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის, დავით გადელიას ინფორმაციით, გირპის ვურისთან დაკავშირებით პაციენტების მატება, მათ კლინიკაში, დეკემბრის პირველ ნახევარში
დაიწყო, ხოლო პიკს 20 დეკემბრის შემდეგ მიაღწია, თუმცა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პაციენტების კლება შეინიშნება. 

“იმდენად ბევრი პაციენტი გვყავდა, არა თუ საწოლები, დასაჯდომი ადგილებიც აღარ იყო. ყველაზე დიდი რაოდენობა დაავადებულების შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. სრულიად გადაჭედილი იყო საავადმყოფო. 120-მდე მიაღწია პაციენტების რიცხვმა. 5-6 დღეა, რაც დაიწყო პაციენტების კლება, იწყება დაღმა სვლა”, – განაცხადა დავით გადელიამ “მედიაცენტ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 90-მდე პაციენტი რჩება, მათ შორის არიან როგორც გრიპის ვირუსით, ისე სხვა დაავადებით შესული მოქალაქეები. გრიპით დაავადებულთა შორის, არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ ჰქონიათ.   

“პიკის დროს 60-მდე ბავშვი იყო შემოსული, ამჟამად 40 პაციენტი გვყავს. ჩვენს კლინიკაში არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა. იყო მაღალი რისკის და დაგვიანებულად შემოყვანილი პაციენტები, მაგრამ პაციენტის დაღუპვის შემთხვევა არ გვქონია. დაახლოებით 7-8 პაციენტი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, მათ შორის 3 ბავშვია. პიკის დროს მივიღეთ იძულებითი გადაწყვეტილება, რომ თუ პაციენტს არ ჰქონდა გართულება, სახლში ვაბრუნებდით. უბრალოდ საშუალება აღარ გვქონდა, რომ ყველა პაციენტისთვის კლინიკის პირობებში გვემკურნალა”, – განაცხადა დავით გადელიამ “მთავარში”.

საავადმყოფოს მედპერსონალის ვაქცინაციას რაც შეეხება, დავით გადელიას თქმით, მისი კლინიკის ექიმებმა და მთლიანად მედპერსონალმა გრიპის ვირუსზე აცრა შემოდგომით, ოქტომბერში გაიკეთეს. 

მსგავსი თემები