ილია II – ის ხედვები  საბჭოთა კავშირის ხედვების იდენტურია.- ზურაბ ჯაფარიძე

პრეზიდენტობის კანდიდატი და „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პატრიარქის საკვირაო ქადაგებას ექომაგება და აცხადებს, რომ ილია მეორის ხედვები  საბჭოთა კავშირის ხედვების იდენტურია.

„უფლება მაქვს, საჯაროდ გავცე პატრიარქს პასუხი, თუ ის საჯაროდ შემოდის ისეთ თემებში, რომელიც უშუალოდ არ არის ეკლესიის საქმე. მგონია, რომ  ლიბერალურ – დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ეს გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს შეიძლება დიდი სურვილი ჰქონდეს მე ფეხებით ჩამომკიდონ ხეზე და ისე მომკლან, მათ არ აქვთ ამის გაკეთების უფლება. ანუ, არსებობს რაღაც უფლებები, რომლებიც დაცულია, მიუხედავად იმის, თუ რას ფიქრობს უმრავლესობა. ჩემი აზრით, ასეთია ადამიანის უფლებაც.საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ეს თქვა, რომ ადამიანის უფლება არის დაცული, ადამიანის თავისუფლების ნაწილი არის ის, რომ თუ ადამიანი თავის ქმედებით ზიანს არ აყენებს სხვას, სახელმწიფოს უფლება არ აქვს ჩაერიოს და რაღაც ქმედება აუკრძალოს. ეს თქვა საკონტიტუციომ და ამ პრინციპზე დგას დასავლეთის ცივილიზაცია,“ – აცხადებს ჯაფარიძე.

რაც შეეხება პატრიარქის ქადაგებას, ამ ნაწილთან დაკავშირებით ჯაფარიძე პატრიარქთან პოლემიკაში შედის და ამბობს: „პატრიარქს შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი განცხადება. ცხადია, პატრიარქს და საპატრიარქოსაც შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ მე, როგორც ამქვეყნის მოქალაქეს და პოლიტიკით დაკავებულ ადამიანს, მაქვს უფლება, საჯაროდ გავცე მას პასუხი, თუ ის საჯაროდ შემოდის ისეთ თემებში, რომელიც უშუალოდ არ არის ეკლესიის საქმე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  ილია მეორემ  საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა და ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ზეწოლის ქვეშ მიიღეს.

 

მსგავსი თემები