“ივანიშვილი გუნდს უმტკიცებს, რომ შეუძლია ბოკერიაზე გაქაჩვა, ვნახოთ ვისი აჯობებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიმართ დაწყებულ სამართლებრივ პროცესებს, ივანიშვილის ძალის დემონსტრირებად აფასებს “ტაბულას” მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი. 

“ივანიშვილის გუნდში აქვს პრობლემები. მას სასიცოცხლოდ სჭირდება ძალის დემონსტრირება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იზრდება მისი იზოლაცია დასავლეთში. ხედავთ საერთაშორისო პრესა რა სიტყვებითაც ამკობს. რა მკაცრი განცხადებები კეთდება დასავლეთიდან და გუნდს უმტკიცებს ახლა, რომ ის ისეთი ძლიერია, ბოკერიაზე შეუძლია გაქაჩვა და გაიქაჩოს, ვნახოთ ვისი აჯობებს”,- განაცხადა გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა. 

ცნობისთვის, რომ უკვე ერთ საათზე მეტია, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს. 

მსგავსი თემები