“იესო განარიდეს ჰეროდეს, დღეს ეპიდემიაა მტერი, დამარცხები გზა – დისტანცია” – მამა ირინეოსი

„ხშირად გვესმის განცხადებები, რომ საბერძნეთის ეკლესიამ რწმენას უღალატა, როცა საკუთარ შვილებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. არა, ეს ასე არ არის, ქრისტიანები ყველაზე დიდ მოძღვრებას სახარებიდან ვიღებთ და ერთ მაგალითს მოგიყვანთ“ – ამის შესახებ მღვდელმონაზონმა ირინეოსმა განაცხადა.

მღვდელმონაზონი საზოგადოებას ბიბლიიდან მაგალიტებსაც ახსენებსნ და თვლის, რომ შექმნილ ვითარებაში მთავარი სოციალური დისტანცირებაა.

„როცა მეფე ჰეროდემ გასცა ბრძანება, რომ ყველა 2 წლამდე ასაკის ბავშვი ამოეხოცათ ისრაელის ტერიტორიაზე მაშინ, როცა იესო ჩვილი იყო, წმიდა ოჯახმა, მარიამმა და იოსებმა საღვთო განგებით გადაწყვიტეს, მაცხოვარი განერიდებინათ ჟამიანობისთვის, ხოცვითვის, განარიდეს და ყრმა იესო ეგვიპტეში წაიყვანეს. მაშინ იყო ჰეროდე, რომელიც ხოცავდა ჩვილებს, დღეს ეპიდემიაა ჩვენი მტერი. ერთადერთი ხერხი ეპიდემიის დამარცხებისა არის დისტანცია, როცა ადამიანები ერთმანეთთან ახლოს არ არიან. თუ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა ნაწილმა მოუწოდა მრევლს, დროებით განერიდონ შესაკრებელ ადგილებს და ილოცონ საკუთარ სახლებში, ამით, მე ვიტყოდი, რომ დედა ეკლესიამ, ეკლესია არის დედა, როგორც დედამ, შვილებზე იზრუნა.

ვიღებთ მორჩილებით საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას, თუმცა, არ არის დანაშაული, სხვა ეკლესიების გადაწყვეტილებები განვიხილოთ და ვიმსჯელოთ, მე მივესალმები სხვა ეკლესიების გადაწყვეტილებებს და საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას ვემორჩილები“ – განაცხადა მამა ირინეოსმა.

მსგავსი თემები