იერუსალიმში ჯარისკაცებს მანქანა შეეჯახა

ისრაელში, ქალაქ იერუსალიმში, ჯარისკაცების ჯგუფს მანქანა შეეჯახა.

მოგვიანებით, ავტომობილი ბეთლების მახლობლად იპოვნეს. დაშავებულია 15 სამხედრო, მათ შორის ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, ჯარისკაცები ქალაქს ათვალიერებდნენ, როცა სავარაუდოდ თავდამსხმელმა ისინი დაინახა და განგებ დააჯახა მანქანა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები