იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში დღეს წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება.​ კორონავირუსის პანდემიის გამო, დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

ისრაელს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტილი აქვს. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ დაელოდება. შეზღუდული რაოდენობით დაშვებული იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიებიდან.

ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წმინდა ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს თვითმფრინავების დატოვების უფლება არ ექნებათ. მათ ცეცხლს თვითმფრინავში საელჩოების წარმომადგენლები მიაწვდიან.

მსგავსი თემები