იენს სტოლტენბერგი საქართველოს ესტუმრა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკვე თბილისშია. ის საქართველოს დედაქალაქში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა.

ნატო-ს გენერალური მდივანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის წევრებს შეხვდება.

იენს სტოლტენბერგი ოფიციალურ შეხვედრებს დედაქალაში ხვალ, 25 მარტს გამართავს.

მსგავსი თემები