“იდიოტები იქ მოიკითხე, სადაც ზრდილობა არ გასწავლეს”! – გოგა ხაინდრავა ფადი ასლიზე

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლის მიერ, მამუკა ხაზარაძის წერილთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმიანება და მას ზრდილობისკენ უთითებს. 

გოგა ხაინდრავა ფადი ასლის ურჩევს, იდიოტები იქ მოიკითხოს, სადაც თავის დროზე ზრდილობა არ ასწავლეს. 

“ნუ დაავიწყდება, რომ ის ამ საზოგადოების სტუმარია და ისე მოიქცეს, როგორც სტუმარ-მასპინძლობის წესს შეეფერება კავკასიაში. ფადი ასლის თავხედობა ყველა ზღვარს გადაცდა, დღევანდელ განცხადებაში მან ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა”, – განუცხადა გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარს”.

აღსანიშნავია, რომ “თიბისი ბაკის” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მუქარის წერილთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელებული ვერსიით მან შს მინისტრისგან მიიღო, ფადი ასლიმ დღეს კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ვისაც წერილის ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარება და ეჭვქვეშ აყენებს წერილის არსებობას, ისინი “ან „თიბისის” წინააღმდეგ დანაშაულებრივი შეთქმულების მონაწილენი არიან, ან უბრალოდ იდიოტები”.  

აღსანიშნავია, რომ გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წერილი გაასაჯაროვა, სადაც „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ ულტიმატუმზეა საუბარი, კერძოდ, უახლოეს 5 დღეში “TV1” უნდა დაჯდეს “TV იმედის” ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).

მსგავსი თემები