იდაყვის შეხებით მისალმება, ფეხით ფეხზე შეხება – კორონავირუსმა ეტიკეტის ახალი წესები დაამკვიდრა

ბრიტანული გამოცემა The Guardian სტატიას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის კორონავირუსის გავრცელება სოციალურ ურთიერთქმედებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დასავლურ სამყაროში. გამოცემას ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირებული ამის ყველაზე ნათელი მაგალითები მოჰყავს.

როდესაც გერმანიის კანცლერმა ხელი გაუწოდა შს მინისტრს, მან უარი განაცხადა ხელის ჩამორთმევაზე. კორონავირუსამდე ამგვარი საქციელს ცუდ მანერებს მიაწერდნენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 150 შემთხვევა დაფიქსირდა, ანგელა მერკელმა გაიღიმა და განაცხადა, რომ მინისტრი სწორად მოიქცა.

იტალიაში, კორონავირუსის საკითხზე ქვეყნის სპეციალურმა კომისარმა, ანჯელო ბორელიმ აღნიშნა, რომ იტალიელების დემონსტრაციული ბუნება ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა ასევე მოუწოდა ფრანგებს უარი თქვან ჩახუტებაზე და ერთმანეთის კოცნაზე.

ჯანმოს პანდემიური დაავადებების დირექტორის, სილვი ბრანის თქმით კი, ხელის ჩამორთმევის უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს იდაყვის შეხებით მისალმება, ფეხით ფეხზე შეხება და აზიური მისალმება, კერძოდ „ვაი“.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ტანზანიაში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ, მოქალაქეებს ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, ფეხით მისალმებას ურჩია.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

მსგავსი თემები