იაპონიაში მიწისძვრას ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა  

იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. შედეგად დაშავდა 120-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 2 და 19 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე სახლის დანგრევის შესახებ კუნძულის სხვადასხვა რაიონებში. ხოკაიდოში მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. როგორც კომპანია Hokkaido Electric Power – ი იტყობინება, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 3 მილიონამდე სახლი და 15 საავადმყოფო. რამდენიმე სახლს წყლის მიწოდებაც შეუწყდა. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სინ-ტიტოსეს  აეროპორტი.

​​კულძულის
ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლა სრულებით შეჩერებულია, – იტყობინება სააგენტო Kyodo. არ მოძრაობს ჩქაროსნული ექსპრესი “სინკანსენი” . ერთ-ერთმა მთავარმა იაპონურმა ავიაკომპანია  All Nippon Airways (ANA) -მა მიწისძვრის გამო, კუნძულის მიმართულებით რამდენიმე დილის რეისი გადადო.

ძლიერი მიწისძვრა კუნძულ ჰოკაიდოზე ხუთშაბათს გამთენიისას, ადგილობრივი დროით 03:08 საათზე მოხდა.  მიწისძვრის შედეგად, ქვეყნის მთიან რეგიონებში მეწყერი ჩამოწვა.​

 

მსგავსი თემები