იაპონიაში, კარანტინში მყოფ საკრუიზო გემზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

იაპონიის სანაპიროსთან კარანტინში მყოფ საკრუიზო ხომალდის ბორტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. 

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტესტი ჩაუტარდა 273 ადამიანს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდათ ან კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან. დაავადებულთა შორის იაპონიის 21 მოქალაქეა. ახალ პაციენტებს ტოკიოსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გადაიყვანენ.

საკრუიზო გემი კარანტინში იოკოჰამას პორტში 3 თებერვლიდან იმყოფება. ხომალდის ბორტზე 3700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფება.

მსგავსი თემები