იაპონიაში აუზებისთვის სპეციალური პირბადეები შექმნეს

იაპონურმა კომპანიამ აუზებისთვის სპეციალური პირბადეები შექმნა, რომლებიც სპორტული კომპლექსების შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია „ასაჰი” იტყობინება.

პირბადეები გამჭვირვალე მასალისგან არიას დამზადებული, სახის ქვედა ნაწილს ფარავს და წყალში არ ცურდება, რაც ადამიანს მისი მოხსნის გარეშე ცურვის საშუალებას აძლევს.

თავდაპირველად პირბადეები ხელნაკეთი იყო. 10 ცალის ფასი კი 260 დოლარს შეადგენდა.

დღეისათვის კომპანია თვეში 10 ათას პირბადეს უშვებს, მაგრამ მათზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ შეკვეთის ლოდინი მომხმარებლებს 1 თვემდე ელის.

მსგავსი თემები